სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, გამთენიისას მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს სახლში დანით შეიარაღებული 2 პირი მიუვარდა - მოკლულია ერთი და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაოები. დაწყებულია გამოძიება. 

"ათასნაირ ვერსიებს ლაპარაკობენ. ყოველ შემთხვევაში ფაქტია ის რაც მოხდა, არის ძალიან სამწუხარო. ერთი ძმა არის გარდაცვლილი, მეორე დაჭრილია, როგორც ვიცი და საქმის გარჩევა იყოო რაღაც, არ ვიცი. ზუსტად დეტალები არ ვიცი, რაში იყო საქმე და რისი გარჩევა იყო...მათი სახლის წინ მოხდა ეს ფაქტი. მკვლელობის იარაღები ამოღებულიაო იძახიან, მაგრამ დაკავებულები ჯერ არ არიან. ძიება მიდის...ცნობილია ვინც იყოო და ვერ გეტყვით," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"მთავარი არხი" დეტალებს არკვევს და ჩვენს გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი