ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდნეობის ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არის. 

მიუხედავად ქვეყანაში შემთხვევების საყურადღებო ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საყურადღებოა, ჩვენ გვჭირდება დამატებით მეტი ღონისძიების გატარება. მაგრამ, პირველ რიგში, იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დღეს დადგენილია სახელმწიფოს მიერ და ეს ყველამ კარგად იცის. პირბადის ტარება ყველა დახურულ შენობაში და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაქვს ყოველდღიური შემთხვევების
მდგრადი დინამიკა ზრდისკენ. მისივე თქმით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა რიცხვი ოთხ ათეულს აჭარბებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამბობს, რომ დღეს დაფიქსირებული პიკური მაჩვენებელში 22 შემთხვევა არის გუშინწინ დადასტურებული, მაგრამ გადამოწმება სჭირდებოდა. 

დღეს, 12 სექტემბერს დადასტურებული 158 შემთხვევიდანგამყრელიძის ინფორმაციით, 87 შემთხვევა აჭარაშია; 28 სამეგრელოში; 6 გურიაში; 19 იმერეთში, 18 კი თბილისში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს იმასაც, რომ 30 აგვისტოს შემდეგ, ქვეყანაში 606 შემთხვევა ფიქსირდება და აქიდან 294 აჭარას უკავშირდება, შესაბამისად აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება. 

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქყვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სადღესასწაულო და სხვა ღონისძიებები აკრძალეს. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 075;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 363;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს მიუახლოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი