თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ჩანიშნულია სულ 54 დემონსტრანტის საქმე. ყველა მათგანს ადმინისტრაციულ კანონდარღვევას, უფრო კონკრეტულად კი, გზის გადაკეტვას ედავებიან. რაოდენობიდან გამომდინარე, საქმეებს 3 მოსამართლე განიხილავს. აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიება მათ წინააღმდეგ, პროტესტის მონაწილეების დასაშინებლად დაიწყო, სასამართლოს კი ოცნება სადამსჯელო ინსტრუმენტად იყენებს. აქტივისტებს 500 ლარიანი ჯარიმა, ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ. პროცესების პარალელურად, სასამართლოს ეზოში იკრიბებიან აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.