საბა სხვიტარიძეს გზის გადაკეტვის გამო 500-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა | 20 აქტივისტის პროცესი გადაიდო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. დღეს ჩანიშნული იყო 54 დემონსტრანტის საქმე, რომლებსაც 3 მოსამართლე განიხილავდა. 20 აქტივისტის, მათ შორის მსახიობ ნატალია ყიფშიძის პროცესი გადაიდო. 

პროცესების გადადების მიზეზი მხარეების მიერ მტკიცებულებების წარსადგენად საჭიროა დროა. მათი საქმის განხილვა 28 მაისს გაგრძელდება.

ცოტა ხნის წინ დასრულდა საბა სხვიტარიძის პროცესი - რომელსაც 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. საქმის მოსამართლე კობა ჩაგუნავა იყო, მას დაცვის მხარემ წარუდგინა ვიდეო მტკიცებულება, რომ 24 აპრილს მოქალაქეთა რაოდენობიდან გამომდინარე აუცილებელ პირობას წარმოადგენდა გზის გადაკეტვა, რაც მან არ გაიზიარა. 

"სასამართლომ ჩემი აზრით გამოიტანა უსამართლო გადაწყვეტილება, კადრებში რაც ჩვენ წარვადგინეთ კარგად ჩანს, რომ საკმარისი რაოდენობა ხალხი ვართ, რომ მსვლელობა დაგვეწო. სასამართლოზეც დავაფიქსირე მე, რომ გზის გადაკეტვა არასწორი ტერმინია, რადგან ჩვენ გზის გადაკეტვა არ გვქონია მიზნად, ჩვენ მიზნად გვქონდა, რომ მსვლელობა დაგვეწყო და ჩვენ გვედავებიან, რომ გზა გადავკეტეთ ხელოვნურად, თუნდაც ასე ყოფილიყო, იქ იმყოფებოდა ბევრი ხალხი", - თქვა პროცესის შემდეგ საბა სხვიტარიძემ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი