ბორის ჩელე ყურუაც 500 ლარით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესები გრძელდება. 500 ლარით დააჯარიმეს "გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრი,  ბორის ჩელე ყურუა.  მანამდე კი  20 აქტივისტის, მათ შორის მსახიობ ნატალია ყიფშიძის პროცესი გადაიდო. 

500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა საბა სხვიტარიძეს. ასევე "დროას" წევრს ანრი გორგილაძეს და აქტივისტ ლაზარე ორდენიძეს. 
 
ყველა მათგანს ადმინისტრაციულ კანონდარღვევას, კონკრეტულად კი,  გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.  54 დემონსტრანტის საქმეს 3 მოსამართლე განიხილავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი