რუსთავში დედა-შვილი მოკლეს | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში, ორი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დანაშაული ცოტა ხნის წინ, დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია დედა-შვილი, რომლებიც ქუჩაში ეტლით, ჩვილ ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც კაცმა, ცოლს და სიდედრს ესროლა.

ბავშვი ამჟამად მედიკოსებთან იმყოფება, უცნობია მისი მდგომარეობა. 

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი