
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 152 ახალი შემთხვევიდან 90 აჭარიდანაა, 11-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.
90 არის აჭარა, 15 გახლავთ ქუთაისის 32-ე სკოლის შემთხვევბი, 15 ენგურჰესის შემთხვევბი, 17 დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი პირები, 4 შემოტანილი შემთხვევაა, 11 სადაც გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრით, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც. მისი თქმით, საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25 კი მძიმე.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.