831 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 4 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 25 პაციენტის მდგომარეობა მძიეა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო, ან მსუბუქია.
რაც შეეხება არასრულწლოვან პაციენტებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, მათთან ინფექცია ძირითადად ძალიან მსუბუქი, ან ასიმპტომური ფორმებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავიუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.