სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სასამართლოში გამოკითხვაზე SJC-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლინა ღვინიანიძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას ორგანიზაცია და თავად ღვინიანიძე ავრცელებენ.

ღვინიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქალაქო სასამართლოდან მას დღეს დაუკავშირდნენ და შეტყობინებიდან 2 საათში მისი გამოკითხვაზე გამოცხადება გონირვულ ვადად მიიჩნეს, შესაბამისად, არ შეცვლაეს სხდომის დრო.

"დღეს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს გზით გამოკითხვაზე არის დაბარებული, სოციალური სამართლოანობის ცენტეის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლინა ღვინიანიძე.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით 222, 225 და 226 მუხლებით, რომლებიც „საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულს“ ეხება", - ამბობს ორგანიზაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი