AstraZeneca-მ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის გამოცდა აღადგინა

გამოქვეყნდა:

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის გამოცდას განაგრძობს. კომპანიამ ცდები მას შემდეგ შეაჩერა, რაც ვაქცინამ მოულოდნელი გვერდითი ეფექტები გამოიწვია ზოგიერთ პაციენტში. 

დიდმა ბრიტანეთის ჯანდაცვის რეგულირების სამსახურმა შეისწავლა AstraZeneca-ს ვაქცინა - ის უსაფრთხო აღმოჩნდა მომავალი კლინიკური შემოწმებების გასავლელად. 

ცნობისთვის, ვაქცინის შესაქმნელად კომპანია თანამშრომლობს ოქსფორდის უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტმა კი უკვე დაადასტურა, რომ განახლებული დატესტვის ფარგლებში 12 სექტემბერს 18 000-მა ადამიანმა ვაქცინა უკვე გაიკეთა და ახლა მათ ექიმები აკვირდებიან. 

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca-ს პოტენციური ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია ამ დრომდე ჩატარებული კლინიკური შემოწმებებით. მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ორგანიზაციები ვაქცინის შესაქმნელად სწორედ მასზე ამყარებენ იმედებს, თუმცა აგრეთვე წარმატებულად მიმდინარეობს კომპანიების - Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინათა შემოწმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი