
ოკუპირებულ გალში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები რუხის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.
ინფიცირებულია 5 თვის ბავშვი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან დედასთან და დასთან ერთად რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს, ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდა და ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები დღეს გამოუვლინდა.
ჯერჯერობით უცნობია ჩვილის წყარო, რადგან ვირუსი მისი ოჯახის წევრებს არ დაუდასტურდათ. სავარაუდოდ, ბავშვი გალის საავადმყოფოში დაინფიცირდა სადაც ის კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო მიიყვანეს.
ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმაზე რთული მდგომარეობაა, ვიდრე "ოფიციალურ" განცხადებებში ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რადგან იქ არ არსებობს შესაბამისი დონის ლაბორატორია, ტესტები და მოსახლეობას არც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება აქვს.
ავტორი: ემა გოგოხია