თსუ-სთან შეკრებილ რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს "ოცნების" "ტიტუშკები" ისევ ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თსუ-ს მეორე კორპუსი, დაცვისა და პოლიციის თანხლებით დატოვა, ადგილზე დაპირისპირება დაიწყო.

"ოცნების" "ტიტუშკები" რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს ისევ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

"როგორც წინა შაბათს, ახლაც კობახიძემ მოაბილიზა თავისი ბანდა და როდესაც მივუახლოვდით კობახიძეს, რათა გაგვეგონებინა ჩვენი პროტესტის ხმა, მოგვიახლოვდნენ გინებით და ფიზიკური შეურაცხყოფით, ტრადიციულად," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სტუდენტები კობახიძეს პროტესტით ხვდებიან. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები უნივერსიტეტთან წინა შაბათსაც იყვნენ შეკრებილები, სადაც მათ "ოცნების" "ტიტუშკები" მაშინაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ფოტო: Raymond Red Rodgers

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი