"მონა..." | კობახიძემ თსუ-ს მეორე კორპუსი შეძახილებისა და პროტესტის ფონზე დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველ შაბათს ლექციას ატარებს, დილიდან პოლიციაა მობილიზებული. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები დღეს ისევ თსუ-ს მეორე კორპუსთან შეიკრიბნენ, რათა კობახიძეს პროტესტით დახვედროდნენ. უნივერსიტეტთან იმყოფებიან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

მთავრობის მეთაური სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე შევიდა. არსებული ინფორმაციით, პრემიერმა ლექცია პარტიულ აქტივსა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარა. შემდეგ კი შენობა შეძახილებისა და პროტესტის ფონზე, დაცვისა და პოლიციის თანხლებით, დატოვა. მას მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია.

ფოტო: Raymond Red Rodgers

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი