შავფორმიანები ფერადი ახალგაზრდების წინააღმდეგ | ნებადართული ძალადობა

გამოქვეყნდა:

მწვანე შუქი შავფორმიანი ნიღბიანების მიმართ ძალადობისთვის და გამოძიება რომელიც მოძალადე  სპეცრაზმელის წინააღმდეგ ფორმალურადაც კი არ დაწყებულა. არადა მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის, სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორების არაერთი ფაქტი გადაღებულია და საზოგადოება მას პირდაპირ ეთერში ყოველდღიურად უყურებდა. ფერად ახალგაზრდებს ნიღბიანების ნაწილი რომ  არაკანონიერი და არაპროპორციული მეთოდებით ეპყრობოდა, ეს არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიშებში უკვე დაწერა; თუმცა შავფორმიანების აღჭურვილობაზე  არსად ჩანს სპეციალური სანომრე ნიშნები, რომლის ტარების ვალდებულებაც ყველას აქვს, მაგრამ ამ მთავარ დეტალს აქციებზე შეგნებულად მალავდნენ. ეს მოცემულობა ახლა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმის  თქმის საფუძველს აძლევს, რომ მოძალადეების იდენტიფიცირებას ვერ ახდენს, შესაბამისად გამოძიება ვერცერთი მათგანის წინააღმდეგ ვერ იწყება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი