მოკლული ჯარისკაცი და ციხიდან გათავისუფლებული სამხედრო მაღალჩინოსნები

გამოქვეყნდა:

მოკლული ჯარისკაცის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, დაკავებული სამხედრო მაღალჩინოსნები ციხიდან მალევე გამოუშვეს. 2 წლის წინ სასტიკად ნაცემი და სასიკვდილოდ განწირული სერგო ჯიმშერაშვილის მკვლელობაზე სასჯელს არავინ იხდის. მოკლულის დედა კი სასამართლოს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ერთ-ერთი მოწმის, ხვიჩა ზაზაძის ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ მრავლობითი დაზიანების მქონე ჯარისკაცის გადასარჩენად სასწრაფო დაგვიანებით გამოიძახეს. ვაზიანის სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილზე მისულ ექიმებს მომხდარი დაუმალეს. კომაში მყოფ რიგით ჯარისკაცს თავის ტვინის მძიმე დაძიანებები აღენიშნებოდა. ოპერაცია იმავე დღეს ჩაინიშნა. მომხდარიდან სამ დღეში კი გამოძიება დაიწყო.

სერგო ჯიმშერაშვილი კომიდან ვერ გამოვიდა და ცემიდან მეასე დღეს გარდაიცვალა. თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცის მუნდირი და ჯარისკაცზე ხელშეუხებლობა ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად დააყენა და ოჯახსაც გამოძიების დასრულებას უმოკლეს დროში დაჰპირდა, თუმცა, საქმე კვლავ გამოუძიებელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი