კრიმინალური სუბკულტურის გავლენა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში - ციხის მართვის სტალინურ არქიტექტურას სათავეში "მაყურებელი", ან "პალაჟენეცი" უდგას. ციხის კრიმინალურ იერარქიაში შემდეგი ფენა "კაი ბიჭები არიან. "კაი ბიჭების" ქვემოთ დგანან „მუჟიკები“ და "პატიოსნები" და ბოლოს ციხის ყველაზე მარგინალურ ფენა ე.წ „ქათმები“ არიან. ციხის ელიტა პრივილეგირებულია.
ხელისუფლება ძალადობის გარეშე პენიტენციურ სისტემაში წესრიგის დამყარებასა და სიმშვიდის შენარჩუნებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს და საქმეში დახმარებას კრიმინალურ სამყაროს სთხოვს. კრიმინალები კი გაწეული სამსახურისთვის თავის სარგებელს ელოდებიან, ხშირად მას ციხის კედლების მიღმაც იღებენ.