არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვნის მიმართ იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ლ.ჯ.-ს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, დააკვებულმა უკანონოდ მოიპოვა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები, რომლებსაც ასევე უკანონოდ ინახავდა და მათი საჯაროდ გავრცელების მუქარით დაზარალებულს ახალი ფოტოსურათების მისთვის გაგზავნასა და შეხვედრას აიძულებდა.

სამართალდამცველებმა ლ.ჯ. 2020 წლის 12 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით ( წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ იძულება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) წარედგინა, - ნათქვამია განცხადებაში. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ლ.ჯ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ თბილისში 36 წლის კაცი დააკავეს, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდება და არასრულწლოვანს პირადი ცოხვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ გადააგზავნინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი