გორში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში Covid 19-ის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი თბილისსა და კახეთში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და გორში გადახდილ ქორწილს უკავშირდებიან. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ახალა ისინი კოვიდკლინიკებში გადაჰყავთ.

ხვალ დილიდან კი ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოვლენასა და ღრმა ეპიდკვლევას დაიწყებენ, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ნიმუშების აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სულ შიდა ქართლიდან 12 სექტემბერს 137 ნიმუში იყო გაგზავნილი, მათ შორის იყვნენ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პირებიც.

დღეს, 13 სექტემბერს კი ლაბორატორიაში 30 ნიმუში გაიგზავნა, პასუხებს ხვალ ელოდებიან.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 227;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 369;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი