ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ორი ბიჭი შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში, ერთმა თვითდაზიანების მიყენება სცადა | ჟორჟოლიანის ინფორმაციით, საქმეში ომბუდსმენი ჩაერთვება

გამოქვეყნდა:

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის ორ მონაწილეზე, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. 

ჟორჟოლიანი წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა თვითდაზიანების მიყენება სცადა. მისივე ინფორმაციით, ციხეში მათზე ძალადობენ, თუმცა ადმინისტრაცია ფაქტებზე არ რეაგირებს. 

ტელეწამყვანმა სახალხო დამცველს მოუწოდა საკითხით დაინტერესებულიყო, მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრეს, რომ საქმეში დღესვე ჩაერთვებიან. 

"Update: დამირეკეს სახალხო დამცველის აპარატიდან. მითხრეს რომ დღესვე ჩაერთვებიან.

გახსოვთ ალბათ ორი ბიჭის შესახებ ვწერდი. აქციების დროს დააკავეს, სახელმწიფოსთვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანის გამო, 6 წლიანი მუხლით წაუყენეს ბრალი.

სახელებს და გვარებს არ ვწერ. ერთი 19 წლისაა, მეორე 21.

ორივე ბიჭი შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში. ერთმა ბრიტვის გადაყლაპვა სცადა. ფიზიკურად სცემენ საკანში, აფურთხებენ, საჭმელს არ აჭმევენ. ციხის ადმინისტრაცია ფაქტებზე არ რეგირებს.

ლევან იოსელიანი, გირეკავთ, არ მპასუხობთ და იქნებ შეასრულოთ თქვენი საქმე და დაიცვათ ეს ბიჭები ჯოჯოხეთისგან. ადვოკატები მზად არიან დეტალურად მოგიყვნენ მომხდარის შესახებ! გადაიყვანეთ ორივე სამარტოო საკანში", - წერს ჟორჟოლიანი.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი