ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ვერ საუბრობს, წნეხში გადის სიტყვიერად და ფიზიკურად | ანტირუსულ აქციაზე დაკავებული 19 წლის ბიჭის ოჯახი დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, პარლამენტის წინ რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 19 წლის ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ახლობლები ამბობენ, რომ გლანდის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული საკანში შექმნილი პირობების გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

ამავე საქმეზე კიდევ ერთმა დაკავებულმა, 22 წლის ბიჭმა, ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. ბრალდებულების მომდევნო სასამართლო პროცესი 2 ივლისსაა ჩანიშნული.

"არის გლდანის ციხეში, გაუსაძლისი მდგომარეობაა, გუშინ ადვოკატმა მოგვწერა გარკვევით, რომ არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ბავშვი, ვერ საუბრობს, ზის 60 წლის პატიმრებთან, რომლებიც არიან ნარკომანები. ბავშვი არის გაოგნებული, არის სტრესში, ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს, მიშველეთ ხალხო, დაგვეხმარეთ, ვის მივმართო. გაუსაძლისი პირობები აქვთ, გემუდარებით, 2 ივლისამდე ეს ბავშვები ვერ გასტანენ, ვერანაირად, გთხოვთ, გამოიჩინეთ ცოტა სიკეთე ხალხის და ბავშვების მიმართ. რისთვის, 400 ლარის ჯებირის გულისთვის?! რატომ?! გავყიდი ყველაფერს, ოღონდ ბავშვები გამოუშვით", - ამბობს დაკავებულის მამიდა.

მამის თქმით, ბიჭს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ზღუდავენ:

"წნეხში გადის სიტყვიერად და ფიზიკურად. [...] ყველაფერს რა თქმა უნდა არ იტყოდა ჩემი შვილი, ზღუდავენ, იქ არ დააბიჯო ფეხი, აქეთ არ გადმოხვიდე.... შენ ასეო, ისეო, მამაშენი ეგეთი, ყველა სიტყვას ხომ არ ვიტყვი, შეურაცხყოფა, იყო გაოგნებული, დაწერე ახლაო, რომ შენ ამაში ფულს გიხდიდნენო, რასაც აკეთებდიო და ვინ იყო თქვენი ორგანიზატორიო", - ყვება მამა.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი