ბახვის საჯარო სკოლის 2 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის 2 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები ბათუმში გამართული ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია ამბობს, რომ კონტაქტების მოძიება იწყება და ყველა მათგანს PCR ტესტი ჩაუტარდება. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 227;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 369;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი