ისრაელი საყოველთაო კარანტინს აწესებს

გამოქვეყნდა:

ისრაელში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის მთავრობამ საყოველთაო კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. კარანტინი ძალაში პარასკევს, ებრაულ ახალ წელს შევა. 

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას აღნიშნა, რომ ახალი ზომების გამო "ყველას დიდი ფასის გადახდა მოუწევს", მაგრამ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ მომდევნო დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი.

ისრაელში საკარანტინე ზომები მოიცავს: დახურულ სივრცეებში 10-ზე, ღიაში კი-20-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას, სკოლები  და სავაჭრო ცენტრები დაიხურება, მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მხოლოდ 500 მეტრის რადიუსით შეეძლებათ გადაადგილება, თუმცა სამსახურში სიარული შეეძლებათ. კარანტინის დროს სუპერმარკეტები და აფთიაქები ღია იქნება.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა საშუალო მაჩვენებელმა 4 ათასი შეადგინა. მკაცრი კარანტინი ისრაელში  სულ მცირე სამი კვირა გაგრძელდება.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი