ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უცვლელი დარჩა.
აჭარაში 108 შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში - 17, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 9, ქვემო ქართლში - 9, შიდა ქართლში - 6, კახეთში - 6, გურიაში - 4, იმერეთში - 4, მცხეთა-მთიანეთში - 1.
ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.