კორონავირუსი ახმეტაში - სოფელ მატანში მასობრივი ტესტირებები დაიწყო

გამოქვეყნდა:

ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სოფელ მატანის შესასვლელში მოეწყო სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

პრევენციისა და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით, დილიდან დაიწყო სოფლის ყველა მცხოვრებისთვის ტექსტირების ჩატარება.

სოფელში კორონავირუსის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გავრცელდა. დაინციფირებულ კაცს 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, ტესტმა კი COVID-19- ზე დადებითი შედეგი აჩვენა. მეორე დღეს ვირუსი მის მშობლებსაც დაუდასტურდათ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი