სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმა | 11 პირის განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების 12 მოქალაქის პროცესი გაიმართა. ერთი მათგანი მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. 11 პირის განაჩენი ხვალ, 4 ივნისს გამოცხადდება. 

მათ გამოძიება 2 მაისს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.  

ადვოკატების განცხადებით, არცერთი ვიდეომტკიცებულებაში, რომლებიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მათი თქმით, ხელისუფლების მიზანი თავისუფალი ახალგაზრდების დაშინებაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რესპუბლიკის მოედანზე დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმების თანხის შესაგროვებლად აქცია-კონცერტი გაიმართა. დღეს 12:00 საათის მონაცემებით, შეგროვებულია 330 000 ლარი, ჯერ ასახული არაა უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები.

ავტორი: დავით კობიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი