კორონავირუსის 165 შემთხვევიდან 108 აჭარაში გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ბოლოს 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 108 შემთხვევა გამოვლინდა, რაც მთელ  საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების 65%-ია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის რუსუდან შავიშვილის თქმით, კარვებსა და პოლიკლინიკებში 2300-მდე ტესტი ჩატარდა, ჰოსპიტალურ ქსელში ამ დროისთვის 238 პაციენტი მკურნალობს, საკარანტინე ზონაში კი 97 უსიმპტომო პირია გადაყვანილი. შავიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შიდაგავრცელების გამო კლასტერების მიხედვით პაციენტების გამოყოფა აღარ ხდება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 392;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 369;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი