შაქარაშვილი საქმეზე დაკავებული 11 პირის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. ხოლო გიგა ტატიაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ.
დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე გიგა ტატიაშვილის მიმართ და განთავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან, არ არსებობს მტკიცებულება რომ ტატიაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი- ამბობს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე
საქმის პროკურორი მიიჩნევს, რომ შუამდგომლობები არ უნდა დაკმაყოფილდეს,რადგან საქმეში მტკიცებულებები არსებობს.
სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს, ვარაუდისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აღნიშნული შუამდგომლობა თუ იქნება დაცვის მხარის მიერ დაყენებული, არ უნდა დაკმაყოფილდეს - თქვა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.
ცნობისთვის,დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგნიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.