საქალაქოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების პროცესები გრძელდება | 12 პირის განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების მონაწილეების პროცესები გრძელდება. ცნობილია, რომ მოსამართლე 12 პირის განაჩენს ხვალ, 6 ივნისს გამოაცხადებს. 

უმეტესობა მათგანს აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან. ადვოკატები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ არცერთ ვიდეომტკიცებულებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მათივე თქმით, ხელისუფლების მიზანი თავისუფალი ახალგაზრდების დაშინებაა.

აქვე, ცნობილი ხდება, რომ დღეს გაიმართა აშშ-ის მოქალაქის სასამართლო პროცესიც, რომელიც საქართველოში ტურისტულად იმყოფებოდა. ის პარლამენტის უკან დააკავეს და პოლიციელის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის აშშ-ში უკვე გაემგზავრა და სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო. 

ასევე, დღეს გაიმართა რუსული კანონის კიდევ ერთი მოწინააღმდეგის, კახა ასკურავას სასამართლო პროცესი. როგორც სხდომაზე პოლიციელმა თქვა, 14 მაისს, მან სახლში, ტელევიზორში დაინახა, როგორ "ჩადიოდა კახა სამართალდარღვევას, პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მათ მითითებებს არ უჯერებდა", რის შემდეგაც, როგორც პოლიციელი დაკავების ოქმში წერს, ოქმი სამსახურში მისვლის შემდეგ შეადგინა. ადვოკატები კი ამბობენ, რომ კახა ასკურავას სამართლებრივი დანაშაული არ ჩაუდენია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი