"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისში 2 ახალგაზრდა კაცი მოკლეს - ინფორმაციას ერთ-ერთი მოკლულის ახლობელი გვაწვდის. მისი თქმით, შემთხვევა ვარკვეთილში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ამ დროისთვის, ცხედრები ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს.
მისივე თქმით, მოკლულებს "3-3 ტყვია აქვთ თავში მოხვედრილი".
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.