ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საკუთარი სახლის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. "მთავარის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არაა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.