თავი აარიდა ჯამში 3 098 967 ლარის გადახდას | პროკურატურამ ერთ-ერთი კომპანიის ყოფილ დირექტორს ბრალდება წარუდგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადახდისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული - ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც მან 2014-2018 წლებში განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადს, ჯამში 3 098 967 ლარს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი