თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ათეულობით სათვალთვალო კამერისა და თვითმხილველების თვალწინ რუსული კანონის აქტიურ მოწინაღმდგეს, ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ. სტუდენტი, რომელმაც ხვალ ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია დაანონსა, სასტიკად არის ნაცემი, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს რამდენიმე თავდამსხმელი, რომლებიც ანგარიშსწორების შემდეგ ადგილიდან მიმალნენ. "მთავარმა არხმა" ერთ-ერთი თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო - ეს არის გიორგი შუკვანი, რომელიც მუდმივად პრემიერ კობახიძეს დაყვება.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილას ამ დრომდე არ გამოჩენილან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც ტერიტორიას დაასურათებდნენ, ამოიღებდნენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და თავდამსხმელების იდენტიფიცირებას მოახდენდნენ.