სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს

გამოქვეყნდა:

32 წლის თამთა ჯანჯღავა თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში მოკლული იპოვეს. სავარაუდო დამნაშავედ მეუღლე სახელდება, მოტივა კი ეჭვიანობა. ქალის ქმარი ამ დროისთვის მიმალვაშია.

"მთავარის" ინფორმაციით, მოკლული ქალი სამსახურში 2 დღე არ გამოჩენილა. მისმა მეგობრებმა ფაქტი პოლიციას აცნობეს და სწორედ ამის შემდეგ, თამთა ჯანჯღავა საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

"მთავართან" საუბარში ჯანჯღავას მეგობარი იხსენებს, რომ ახალგაზრდა ქალი ხშირად იყო მეუღლის ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც ხშირად ღამეს ნაცნობებთან ათევდა.

მოკლულის ოჯახი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას მთავრობას სთხოვს. 

მოკლულს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი