ზესტაფონში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ზესტაფონში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გაქურდეს. ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ოფისიდან წაღებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ოფისში შესვლა შენობის უკანა მხრიდან არსებული ფანჯრიდან მოახერხეს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ვარაუდობენ, რომ დანაშაული ხელისუფლების დავალებით მათთან დაახლოებულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი