"15-20-მა პოლიციელმა უგონოდ სცემა 3 ბავშვს" | გორში პოლიციის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

სამართალდამცველები თუ სამართალდამრღვევები - გორის პოლიციის თანამშრომლებს ისევ ძალადობაში ადანაშაულებენ - ოჯახები ამტკიცებენ, რომ სამ ახალგაზრდას სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ და ამის შემდეგ მათ ხელბორკილები გამოგონილი ბრალდებით დაადეს. “მთავარმა” მოიპოვა საქმის მასალები და მოახერხა ყველა იმ პოლიციელის იდენტიფიცირება, რომელებიც მორიგ სავარაუდო შეკერილ საქმეში მონაწილეობენ.

"ჩემი შვილი კვებოდა... დაცემული ეგდო და კვდებოდა.თავი ჰქონდა გატეხილი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სისხლიანი იყო, მაიკა სისხლიანი ჰქონდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ქურდობას აბრალებენ, მაგრამ ფაქტზე არ დაუჭერიათ. სულ ტყუილა "პადიეზდში" ისე იყვნენ, შემთხვევით შესულები, სიგარეტს ეწეოდნენ და დააკავეს და არაფერი არ უმტკიცდებათ, ხო უნდა დამტკიცდეს, არა? - ამბობს დაკავებული გიორგი უმეკაშვილის დედა, ელენე ხეჩეტურიანი.

კიდევ ერთი დაკავებულის, ლევან კორინთელის დედა, ნანა არჩვაძე კი ამბობს: "უსამართლოდ ჰყავთ დაკავებული 19 წლის ბავშვები. ქურდობაზე ედავებიან. პოლიციამ უგონოდ სცემა, უსამართლოდ სცემა, ბორკილები დაადეს და ისე სცემეს. როგორ შეიძლება, 19 წლის ბავშვები ასე სცემო... ბორკილები ედო ჩემს შვილს და ისე ურტყამდა 15-20 კაცი". 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი