ხელისუფლების მართული ე.წ. ზონდერჯგუფების მიერ ნაცემი სამოქალო აქტივიტი ნიკო მანაგაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. გამომძიებლებს, სავარაუდოდ, აინტერესებთ, რა ვითარებაში მოხდა რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდაზე თავდასხმა და შეუძლია თუ არა მას მოძალადეების ამოცნობა. ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტიდან უკვე მესამე დღეა გავიდა, თუმცა ამ დრომდე მოძალადეები, რომლებიც თვითმიხვლმა დააფიქსირეს, ჯერ ისევ დაუსჯელები არიან.
"დღეს საღამოს ვაპირებ მივიდე პოლიციის განყოფილებაში, სადაც უნდა ჩავაბარო ის ტანსაცმელი, რომელიც თავდასხმის დღეს მეცვა და რომელსაც აღენიშნება სისხლის კვალი და ასევე მივცე უფრო დაწვრილებითი ჩვენება. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ არის ფორმალობა, - ამბობს მანაგაძე.
"ოცნების" ტიტუშკები სტუდენტ ნიკო მანაგაძეს თავს 7 ივნისს დაესხნენ.