სავარაუდო ძალადობა პოლიციელის მხრიდან | მძღოლის სიმთვრალეზე გადამოწმების ოპერაცია ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა

გამოქვეყნდა:

სიმთვრალეზე მძღოლის გადამოწმების ოპერაცია საბოლოოდ მოქალაქის და მისი მამის ცემითა და პოლიციის მხრიდან უფლებამოსილებსი უხეშად გადამეტებით დასრულდა. საქმე იმაშია, რომ ადევნების შედეგად პატრულმა ვერ შეძლო მანქანის გაჩერება, რომელსაც სავარაუდოდ ნასვამ მდომარეობაში მყოფი პირი მართავდა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მანქანას გაჩერებულს მიაგნეს, და სამართალდამცველები უკვე ამ მოქალაქის სახლში, ყოველგვარი განჩინების ან ოპერატიული აუცილებლობის გარეშე შევიდნენ. საპასუხო მხრიდან კი შეხვდნენ მოქალაქის კეტეგორიულ მოთხოვნას - ტერიტორია დაეტოვებინათ. საბოლოოდ საქმე ისე დასრულდა, რომ პოლიციელები ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახლში უკანონოდ შეღწევის გასამართლებლად კი ძიებას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. სამხრე კამერებეში მხოლოდ აგრესიული მოქალაქე ჩანს, მაგრამ ვიდეო სწორედ იქ წყდება, სადაც პოლიციელი მოქმედებაზე გადადის - და სავარაუდოდ სწორედ ამ მომენტში უსწორდება დაკავებულს ფიზიკურად. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იკვლევს, თუმცა მოქალაქე, რომლის სახლშიც პოლიციელები პროცედურების დარღვევით აღმოჩნდნენ, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი