მკვლელობა სტამბოლში-"მთავარის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე საქართველოშია და შურისძიებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

32 წლის თამთა ჯანჯღავა სავარაუდოდ ქმარმა მოკლა და ადგილიდან მიიმალა. მკვლელობა 11 სექტემბერს, სტამბოლში მოხდა.  

2 დღიანი გაუჩინარების შემდეგ მოკლულის მეგობრებმა პოლიციას მისი დაკარგვის შესახებ აცნობეს. სახლში მისულ სამართალდამცავებს ახალგაზრდა ქალი დაკეტილ სახლში მოკლული დახვდათ. 

ცნობილია რომ ირაკლი შურღაია ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, მიზეზი კი ეჭვიანობა და ნარკოტიკები იყო, რომელსაც სავარაუდო დამნაშავე აქტიურად მოიხმარდა 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ირაკლი შურღაიამ სავარაუდოდ მომხდარიდან მალევე თურქეთი დატოვა და საქართველოში ყალბი საბუთებით დაბრუნდა. შსს-ში განგვიმარტეს რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

მოკლულის მეგობრები "მთავართან" ყვებიან რომ, ირაკლი შურღაია ცოლზე ყოველდღიურად ძალადობდა. სოციალურ ქსელში ჯანჯღავას და მისი მეგობრების მიმოწერაც ვრცელდება, სადაც ახალგაზრდა ქალი  მეგობრებს უყვება, როგორ უსწორდება ფიზიკურად საკუთარი ქმარი.

ირკვევა რომ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, თამთა ჯანჯღავა თანამშრომლებმა ნაცემი ნახეს, თუმცა ქმრის შიშისა და მუქარის გამო ქალმა პოლიციაში მისვლაზე უარი თქვა.

ჯერჯერობით უცნობია როდის გადმოასვენებენ მოკლულ თამთა ჯანჯღავას სამშობლოში.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი