აბსურდული გამოძიება "მთავარი არხის" ჟურნალისტის წინააღმდეგ | FB-ზე გამოქვეყნებული პოსტის საქმეზე ლადო მენაბდე გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

აბსურდული გამოძიება "მთავარი არხის" ჟურნალისტის წინააღმდეგ - ლადო მენაბდე დღეს გამომძიებლებმა მაგისტრი მოსამართლის თანადასწრებით დაკითხეს. პოლიციამ გამოძიება სარკასტული Facebook პოსტისა და იარაღით გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს. ფოტო ოზურგეთის ცენტრში, 26 მაისსაა გადაღებული, როცა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება იყო გამოფენილი.

გამოკითხვის დეტალები უცნობია, ჟურნალისტს რადგან მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრა.

"დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში და სწორედ ამ სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა გამომკითხა ახლა. მოსამართლემ დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა გაუთქმელობასთან დაკავშირებით და იმ თემებზე საუბარი აგვიკრძალა რა თემებზეც იყო კითხვები. თუ ქაღალდზე შევხედავთ, ძალიან სერიოზული საქმეა, მაგრამ ჩემი მხრიდან გამომდინარე ცოტა კომიკურად ჟღერს რომ ამ ფოტოს გამო, ძირითადად ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნის მცდელობა შსს-ს მხრიდან, რომ ჩვენ გარკვეულწილად ჩვენ საქმიანობას მოვწყდეთ", - ამბობს მენაბდე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი