7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება 19 წლის ბრალდებულს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის დააკავეს. ახალგაზრდა, რომელმაც ფარულად მოიპოვა 13 წლის მოზარდის ინტიმური ხასიათის ვიდეომასალა, გოგონასა და მის არასრულწლოვან დას აშანტაჟებდა, მოგვიანებით კი ვიდეო Facebook-ის პირად გვერდზე გაუვრცელა. საქმეში სამართალდამცველები მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაზარალებული ბავშვის დედამ მიმართა.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე