
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს.
კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით:
აღსანიშნავია, რომ ლევან ნუცუბიძემ უძრავი ქონებები არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში მიუთითა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ლევან ნუცუბიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან ნუცუბიძე, როგორც სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს.