საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მისამართებზე უცხო პირები არიან დარეგისტრირებულები.
ემიგრანტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდით კუთვნილ კერძო საკუთრებაზე დარეგისტირებული პირები გადაამოწმეს. აღმოაჩინეს, რომ მისამართებზე უცხო პიროვნებებიც მოიძებნებიან. როგორც ისინი ამბობენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და წინასაარჩევნოდ სხვა დროსაც უპოვიათ მსგავსი დარღვევა.
ცესკოს ვებგვერდზე შევედი და აღმოვაჩინე, რომ ჩემს მისამართზე ორი გაურკვეველი პიროვნებაა დარეგისტრირებული. მე ამაზე არანაირი ნებართვა არ გამიცია. აუცილებლად მივმართავ შესამაბის უწყებებს, - ამბობს ემიგრანტი არჩილ ცაგურაშვილი
აქვე შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მმართველ გუნდს ასევე მიმართავენ, ქალაქებში, სადაც დიდი დიასპორაა, 31 ოქტომბერს საარჩვენო პროცესის სრულყოფილად ჩატარებისთვის საარცევნო უბნები გახსნან.
ემიგრანტებს რეგიტრაციის პრობლემებიც აქვთ; მათ ხმის მიცემის უფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი რეგულაცია უშლით, რომლის მიხედვითაც, თუკი საზღვარგარეთ, ამჟამინდელი საცხოვრებელი დატოვეს და საზღვარი თუნდაც ერთი დღით გადაკვეთეს, საარჩევნო სიაში ვეღარ ხვდებიან.