საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები "ოცნების" ხელისუფლებას კონსტიტუციით მინიჭებული უფლების - არჩევნებში მონაწილების მიღებას სთხოვს. ემირანტები მმართველ გუნდს მიმართავენ, ქალაქებში, სადაც დიდი დიასპორაა, 31 ოქტომბერს საარჩვენო პროცესის სრულყოფილად ჩატარება უზრუნველყოს.
იტალიაში, ქალაქ ბარიში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილი, დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს საკონსულოსთან შეიკრიბა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, სარჩვენო უბანი ყველა იმ ქალაქში გახსნან, სადაც წლებია, უკვე დიდი დიასპორაა. ამბობენ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 31 ოქტომბერს, რომში ჩასვლასა და ხმის მიცემას ვერ შეძლებენ. არჩევნების წინ ანალოგიური თხოვნა აქვთ საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებსაც.
უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს რეგიტრაციის პრობლემებიც აქვთ. მათ ხმის მიცემის უფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი რეგულაციაც უშლით, რომლის მიხედვითაც, თუკი საზღვარგარეთ, ამჟამინდელი საცხოვრებელი დატოვეს და საზღვარი თუნდაც ერთი დღით გადაკვეთეს, საარჩევნო სიაში ვეღარ ხვდებიან. ემიგრანტები ამ ახალ რეგულაციასაც აპროტესტებენ და სახელმწიფოს მის გაუქმებას სთხოვენ.