
ყველაზე რთული ეპიდსიტუაცია, კვლავ აჭარაშია, სადაც ბოლო 24 საათში COVID-19-ის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
"170 ინფიცირებულიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50-ს მოგზაურობის ისტორია აქვს. რეგიონების მიხედვით, 124 ინფიცირებული აჭარას ეკუთვნის, 20 - თბილისს, 13 - იმერეთს, 6 - სამეგრელო ზემო-სვანეთს, 3 - გურიას, 3 - მცხეთა-მთიანეთის 1 - რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთს" - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.