ევროპარლამენტარების გზავნილები - ოპოზიციის შეფასება

გამოქვეყნდა:

ევროპარალამენტარები გზავნილები ქართული ოპოზიციისათვის კიდევ ერთი დასტურია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ქართული ოცნების ხელისუფლება პოლიტიკურად უკვე მკაფიოდ შეაფასეს. ისინი კრიტიკულად უყურებენ ქართულ დემოკრატიას და იმედი აქვთ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ატმოსფერო მეტად გაუმჯობესდება. 

მათი მოწოდებები გზავნილია წინასაარჩევნოდ. არავის არ დავიწყებია, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა. ევროპარლამენტარების განცხადება იყო შეხსენება მმართველი გუნდისთვის, რომ მათ ყველაფერი ახსოვთ და არჩევნებზეც ყურადღებით იქნებიათ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე

გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა იციან, რომ არჩევნები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია კანონის დარღვევით მიმდინარეობს. ამიტომ იმედოვნებენ, რომ 31 ოქტომბრისათვის სრულად იქნება დაცული ამომრჩეველთა უფლებები და ხმის მიცემის პროცესი. 

ჩვენი პარტნიორები მზად არიან, რომ საქართველოში მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები. მათი ჩართულბა საარჩევნოდ ძალიან მაღალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის ვერანაირი ხრიკი ვერ მოახდენს გავლენას არჩვენების შედეგზე, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე 

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე კი ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორებისათვის მიუღებელია მართლმსაჯულების პოლიტიზირება. სწორედ ამიტომ, მათი მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლებაზე სრულიად სამართლიანია. 

ევროპელი პარტნიორები არ არიან დარწმუნებულები, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. ამიტომ პერიოდულად შეგვახსენებენ ხოლმე, რომ აუცილებელია ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და მართლმსაჯულება არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის, - თქვა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარალმენტარების მთავარი გზავნილები საქართველოში დემოკრატიული ატმოსფეროს გაუმჯობესებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხებოდა. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი