ელექტრონული არჩევნები | რა იცვლება და გაყალბების რომელ მეთოდებს ვერ დააზღვევს ახალი ტექნოლოგიები

გამოქვეყნდა:

წლევანდელი არჩევნები ბევრი მიზეზის გამოა ისტორიული - პირველ რიგში, პოლიტიკური კონტექსტის გავასწრებინებთ. თავისი არსით, ეს არჩევნები პრაქტიკულად რეფერენდუმის ტოლფასია - საით წავა ქვეყანა - ევროპის და ნატოს მიმართულებით, თუ პირიქით, რუსეთისა და ფსევდო სუვერენული იზოლაციონიზმისკენ.ერთ მხარეს საქართველოს ისტორიულ არჩევანია, მეორე მხარეს კი პრორუსი ოლიგარქის არჩევანი - კრემლი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიების ჰიბრიდული ოკუპაცია.

თუმცა, გარდა ამისა, 26 ოქტომბრის არჩევნები ტექნოლოგიურადაც პრეცედენტული იქნება - 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება ხმის მთვლელი მოწყობილობა. ელექტრონული აღრიცხვის მექანიზმი ბევრ პრობლემას ერთი შეხედვით აგვარებს, თუმცა კვლავაც ძალაში ტოვებს მთელ რიგ ინსტრუმენტებს გაყალბებისთვის.  მათ შორის  ძალაში ტოვებს "კარუსელის" დატრიალების შესაძლებლობასაც, როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე უბანზე მიდის და ხმას აძლევს. რჩება საარჩევნო სიებით მანიპულირების შესაძლებლობაც. 2024 წლის არჩევნებში ორივე აპარატი, როგორც საიდენტიფიკაციო, ისე ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობა კომისიის იმ წევრების ხელში იქნება, ვისაც ირჩევს ან ნიშნავს ცესკო, იგივე "ქართული ოცნება".

საკუთარი ხმის და არჩევანის დაცვის საუკეთესო და ერთადერთ საშუალებად კი კვლავაც ამომრჩევლის აქტიურობა რჩება. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი