თვეზე მეტი გავიდა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე მომხდარი თავდასხმებიდან | პოლიციამ პასუხისგებაში არავინ მისცა

გამოქვეყნდა:

სამართალდამცავი სისტემა - როგორც ძალადობაზე გადასული სისტემა. გდდ-ის ხელმძღვანელ "ხარებასა" და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილის დაპირისპირების ეპიზოდი ყველზე მძიმე სიმპტომია იმისა, რაც ახლა ძალოვან უწყებებში ხდება. 

სამართალდამცავები მიზანმიმართულ უუნარობას იჩენენ ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების ოპონენტების მიმართ მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით. 

თვეზე მეტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ზონდერ დაჯგუფებები ჩასაფრებებს აწყობენ, ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს და ემუქრებიან, პოლიციამ ვერც ერთი თავდამსხმელი პასუხისგებაში ვერ მისცა. ეს ხდება ზედაპირზე არსებული მტკიცებულებების პარალელურად. 

"გამოძიება დაწყებულია, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, გამოძიება დაწყებულია და მიდის მუშაობა, 72 საათი გავა, თუ 92 საათი გავა, როცა დაადგენენ, შესაბამისად იმოქმედებენ. არის პროკურატურა ზედამხედველი და ერთად ვმუშაობთ"- შს მინისტრმა ეს განცხადება 12 მაისს გააკეთა და შემდეგ არც არაფერი გაუკეთებია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე და დიპლომატ გია ჯაფარიძეზე თავდასხმიდან, მაშინ, თუ მხოლოდ 72 საათი იყო გასული, ახლა უკვე 936 საათი ანუ ერთი თვე და რვა დღე გავიდა. 

გამოვლენილი არაა არც ზუკა ბერძენიშვილზე, ნიკო მანაგაძეზე, ცოტნე კობერიძეზე და სხვებზე თავდამსხმელები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი