
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი - მე-7 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ "ოპერატიული შტაბი" ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ გარდაცვლილი 84 წლის ქალია. ის სახლში მკურნალობდა, თუმცა მდგომაროება რომ გაურთულდა, სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფომდე ვერც მივიდა - გზაში გარდაიცვალა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამში ინფიცირების 516 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 157 გამოჯანმრთელდა, 7 კი - გარდაიცვალა.