ენმ-ის საარჩევნო ბლოკმა მაჟორიტარობის 5 ახალი კანდიდატი დაასახელა

გამოქვეყნდა:

ნაციონალურმა მოძრაობამ 4 პოლიტიკურ სიბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა და მათ მაჟორიტარობის 5 ახალი კანდიდატი წარადგინეს. 

საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარობის 5 კანდიდატის სია ასეთია: 

  • მანუჩარ კვირკველია - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური 

დავიბადე გურიაში და კარგად ვიცი ადგილობრივი პრობლემები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, გურიას, ჩემს ხალხს დავეხმარო - ამბობს კვირკველია

  • დილარ ხაბულიანი - რაჭა-ლეჩხუმ სვანეთი

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბევრ რამეს შევცვლი ხალხისთვის უკეთესობისკენ. წარმოუდგენელი სიდუხჭირეა ქვეყნის ყველაზე ლამაზ და ისტორიულ რეგიონში - ეს კი სირცხვილია, - თქვა ხაბულიანმა. 

  • ნატო ჩხეიძე - ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ხალხის იმედები არ გავაცრუო. ვფიქრობ, რომ ამ რეგიონში ნამდვილად გავიმარჯვებ, რადგან საქმით ჩემიძლია ადამიანების ნდობა მოვიპოვო, - ამბობს ჩხეიძე.

  • კახა ოქრიაშვილი - ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკა

დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ, რადგან ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ბოლომდე ვიცავდი მაჟორიტარულ არჩევნებს, - თქვა ოქრიაშვილმა

  • ცეზარ ჩოჩელი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი

ეს არჩევნები გადამწყვეტია. მე მაქვს უფრო მეტი ენთუზიაზმი და შემართება, რომ გავიმარჯვო, - ამბობს ჩოჩელი.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციოანლური მოძრაობა", "გაერთიანებული ოპოზიცია", "ძალა ერთობაშია" - ასე ერქმევა 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბლოკს. 

ბლოკის შემადგენლობაში იქნებიან - "ნაციონალური მოძრაობა""რესპუბლიკური პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", მოძრაობა "ევროპელი დემოკრატები". გარდა ამისა, ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც - "პროგრესი და თავისუფლება"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი