ცხვირი მაქვს გატეხილი, ორი ნაკერი მაქვს, თვალი გახეული | სტუდენტ ლერი დარჯანიაზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სტუდენტს, აქტივისტი ლერი დარჯანია, რომელსაც დღეს თბილისში, ევდოშვილის ქუჩაზე თავს დაესხნენ კლინიკაშია. ადგილზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მტკიცებულებები ამოიღეს, მათ შორის სისხლიანი მაისური.

თავდასხმაში, დაზარალებულის ცნობით, სავარაუდოდ 7 ადამიანი მონაწილეობდა. ის მომხდარს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.

"ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა, საერთოდ სხვა რამე მეგონა, მეთქი არ დავეჯახოთო, მოპედზე ვიჯექი, გადმომიღეს და გამხიეს ცემაში. ცხვირი მაქვს გატეხილი, თავი მაქვს გახეული, ტუჩი მაქვს გახეული, ცხვირზე ორი ნაკერი მაქვს, თვალზე ერთი ნაკერი მაქვს. მაგინებდნენ... ნაცი ხარო მეძახდნენ", - ყვება დარჯანია.

"მთავართან" საუბარში დაშავებულის მამას თქმით, შვილმა მოყვა, რომ სამი დღის განმავლობაში მას სავარაუდოდ უთვალთვალებენ. მისივე თქმით, დარჯანია მოჭიდავეა და 2-3 თავდამსხმელს წინააღმდეგობას გაუწევდა, ამიტომაც ბევრი ჩაუსაფრდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ კამერების ჩანაწერებიც ამოიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი